დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ის გულწრფელი ადამიანია და პირდაპირ გვითხრა ამ თხოვნის შესახებ, თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანისთვის აქვს იგივე ნათქვამი სალომე ზურაბიშვილს

“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

“ის გულწრფელი ადამიანია და პირდაპირ გვითხრა ამ თხოვნის შესახებ, თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანისთვის, რამდენი თანამდებობის პირისთვის და ორგანიზაციისთვის აქვს იგივე ნათქვამი სალომე ზურაბიშვილს.

წარმოიდგინეთ რამდენ ადგილზე არის მისული, გაგზავნილი აქვს წერილი და ეხვეწებოდა მუხლის ჩოქვით, რომ მოდი ჩვენი ქვეყანა რამენაირად დავაზიანოთ, დავანგრიოთ, შევქმნათ ეს მოცემულობა, სადაც ბაკქანალია და ვანდალიზმი იქნება და მერე ამის ფონზე იხეირებს ის ლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც სამწუხაროდ ეს ქალბატონი წარმოადგენს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მათ საქართველოში ჩატარებული არჩევნების არაღიარებას სთხოვდნენ. ქსავიე ბატელის თქმით, მათ შორის ასეთი თხოვნა იყო საქართველოს პრეზიდენტისგანაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები