“აქციის მონაწილეების რადიკალური ნაწილი ორიენტირებულია, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან და სიტუაცია უფრო დაძაბონ” – ლევან მაჭავარიანი
“აქციის მონაწილეების რადიკალური ნაწილი ორიენტირებულია, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან და სიტუაცია უფრო დაძაბონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ერთ-ერთი ჩანაწერიც მოვისმინეთ, სადაც ამბობენ, რომ ფეიერვერკებით ამ მთავრობას ვერ გადავაგდებთ და სხვა ტიპის შეიარაღება უნდა გამოვიყენოთო. ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაცია აქვთ, მიმდინარეობს ამ პირების იდენტიფიცირება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.