“მავანნი იქამდეც მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში” – მეუფე შიო

“სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში”, – ამის შესახებ მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას ისაუბრა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციებში მოსწავლეების ჩართვა მოვლენებს მეტ დაძაბულობას შესძენს.

„მათ სურთ მოსწავლეების ჩართვა ამ აქციებში, რომ მეტი ესკალაცია და დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს. რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველებს შორის.

მე მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა კურთხევა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ყველამ, ამ პერიოდში უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის, სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისთვის და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები