“მოვლენები საქართველოში ბაიდენის, სალივანის, ბლინკენისა და “დიფ სთეითის“ ერთგვარი ბოლო გასროლაა” – ჯეფრი საქსი
“შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის გარშემო არსებული არეულობების დიდი ნაწილი აშშ-ის მიერაა გამოწვეული. ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგვარი ბოლო გასროლაა. არეულობაა საქართველოში, რუმინეთში… მოლდოვაშიც ახალი არეულობის გაღვივებაზე საუბრობენ”, – ამის შესახებ ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი საქსი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს.
“ეს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებია, სადაც აშშ-ს აქტიური ფარული ოპერაციები აქვს ისეთი ორგანიზაციების ჩართულობით, როგორიცაა “დემოკრატიის ეროვნული ფონდი“. ამ ორგანიზაციების მიზანია, პრობლემები შეუქმნან რუსეთს. ასე რომ, რაც ხდება, ეს არის ბაიდენის, სალივანის, ბლინკენისა და “დიფ სთეითის“ ერთგვარი ბოლო გასროლა“, – აცხადებს საქსი.