ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ენტონი ბლინკენს შეხვდება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ენტონი ბლინკენს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აპირებს, განიხილოს უსაფრთხოების ვითარება ევროატლანტიკურ და ევრაზიულ სივრცეში და შეაფასოს ეუთოს მუშაობა მისი საქმიანობის ყველა სფეროში.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ბლინკენის გარდა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსაც შეხვდება.
ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სიტყვითაც მიმართავს.
ცნობისთვის, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრა მალტაში, 5-6 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.