ნინო ფოჩხუა: ბევრი ადამიანი დგას აქციაზე, რომელიც წყნარად, მშვიდად გამოხატავს თავის პროტესტს, მაგრამ ვხედავთ ადამიანთა ჯგუფს, რომელთა ქმედებაც, მხოლოდ აქციის ნორმებს კი არა, ყოველგვარ ადამიანურ ნორმებს სცილდება
ბევრი ადამიანი დგას აქციაზე, რომელიც წყნარად, მშვიდად გამოხატავს თავის პროტესტს, მაგრამ ვხედავთ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მარტო აქციის ნორმებს კი არა, არამედ ყოველგვარ ადამიანურ ნორმებსაც სცილდება მათი მოქმედება, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფი მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფო შენობებს, მოლოტოვის კოქტეილებით წვავს არა მარტო შენობებს და ავტომანქანებს, არამედ პოლიციელებს, რომლებიც წესრიგს და მათ უსაფრთხოებას იცავენ.
„ბევრი ადამიანი დგას აქციაზე, რომელიც წყნარად, მშვიდად გამოხატავს თავის პროტესტს, მაგრამ ვხედავთ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მარტო აქციის ნორმებს კი არა, არამედ ყოველგვარ ადამიანურ ნორმებსაც სცილდება მათი მოქმედება. ეს ჯგუფი მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფო შენობებს, მოლოტოვის კოქტეილებით წვავს არა მარტო შენობებს და ავტომანქანებს, არამედ პოლიციელებს, რომლებიც წესრიგს იცავენ და წესით მათ უსაფრთხოებასაც.
მე ჯერ ვერსად ვერ ვნახე მშვიდობიან მომიტინგეზე თავდასხმა პოლიციელების მხრიდან, ვერავინ იტყვის, ჩემთვის ვიდექი და სპეცრაზმელი თავს დამესხაო, მაგრამ როცა სცილდები მანიფესტების და შეკრებების დადგენილ კანონს, იქ მზად უნდა იყო პოლიციელის მხრიდან კანონის აღდგენის“, – წერს ნინო ფოჩხუა.