“მინიმუმ 30% ადამიანებისა, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება თბილისში, ცენტრალურ ქუჩებში გამართულ აქციებზე, არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები” – მდინარაძე
“მინიმუმ 30% ადამიანებისა, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება თბილისში, ცენტრალურ ქუჩებში გამართულ აქციებზე, არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, “ეს უცნაურობა ვიღაცამ უნდა ახნას”.
“ერთი გახარიამ ახსნა და თქვა, რომ ჩემი აქტივისტები არიან დაკავებულებიო. გუშინ განაცხადა ირაკლი კობახიძემ, გახარიამ თავად აღიარა, რომ ყველაზე რადიკალური, მოძალადე ადამიანები, მათ შორის არიან გახარიას პარტიის აქტივისტები. ეს გავიგეთ, მაგრამ ეს 30%-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სადაც ჭარბობენ რუსეთის მოქალაქეები ვერ გავიგეთ. რა ხდება?! ეს უცხო ქვეყნის ხალხი როგორ აღიგზნო ამ ჩვენს გადაწყვეტილებაზე?!“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.