პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 სამართალდამცველი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 12 სამართალდამცველი დაშავდა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

გარდა ამისა, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება. მომიტინგეებს აგებული აქვთ ბარიკადები, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით პერიოდულად პიროტექნიკას ისვრიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები