თეთრ სახლში განმარტეს, რატომ დაარღვია ბაიდენმა პირობა და თავისი შვილი შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, საკუთარი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შეწყალების შესახებ ნაწილობრივ განპირობებულია პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მისი შემდგომი დევნისგან დაცვის მცდელობით, – ამის შესახებ ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა ჰანტერი შეიწყალა, იყო ის, რომ ჩანდა, მისი პოლიტიკური ოპონენტები უკან დახევას არ აპირებდნენ“, – აღნიშნა მან.
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ოჯახის წევრი შეიწყალა: ბილ კლინტონმა შეიწყალა მისი ნახევარძმა როჯერი, ხოლო დონალდ ტრამპმა შეიწყალა მისი ქალიშვილის სიმამრი ჩარლზ კუშნერი.
„ორი რამ შეიძლება მართალი იყოს: პრეზიდენტს [ბაიდენს] ნამდვილად სჯერა მართლმსაჯულების სისტემის და იუსტიციის დეპარტამენტის და ასევე ფიქრობს, რომ მის შვილზე პოლიტიკური თავდასხმები განხორციელდა“, – დასძინა ჟან-პიერმა.
ამასთან, მან უარი თქვა მეტი დეტალების მიწოდებაზე იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ შეიცვალა ბაიდენმა აზრი, ან ითამაშა თუ არა რაიმე როლი ბოლო არჩევნებმა, რის შედეგადაც რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საკუთარი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შეწყალების აქტს მოაწერა ხელი.