სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა
2024 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა პრეზიდენტს აქციაზე დაკავებულთა ფიზიკური მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აპარატის მიერ ბოლო დღეებში გაწეული საქმიანობა გააცნო.