ხვიჩა კვარაცხელია: მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი – შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი – მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და მათზე მაღლა არავინ დგას.
„მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.
ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი – მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!“ – წერს კვარაცხელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ეროვნული ნაკრების კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ქართველი ხალხის მხარდამჭერი “სთორი” განათავსა.