მედია: სტამბოლში, ისრაელის გენერალურ საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ორი პოლიციელი დაიჭრა
სტამბოლში, ისრაელის გენერალურ საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი თურქი პოლიციელი დაშავდა,- ამის შესახებ NTV-მ პოლიციაზე დაყრდნობით განაცხადა.
ტელეარხის ცნობით, სამმა შენიღბულმა თავდამსხმელმა გენერალურ საკონსულოს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ისინი ადგილზევე მოკლეს.
ცნობისთვის, ისრაელის გენერალური საკონსულო, რომელიც ლევენტის ბიზნეს უბანში მდებარეობს, დიდი ხანია, დაკეტილია, თუმცა მას პოლიცია იცავს.