პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმია განლაგებული, სამართალდამცველები არიან მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზეც
პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმია განლაგებული, სამართალდამცველები არიან მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზეც. ამავე ლოკაციაზე დგას წყლის ჭავლის მანქანა.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური და საპატრულო პოლიციაც.
საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში მოქალაქეები “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებშიც.