მამუკა მდინარაძე: ზედმიწევნით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას და პირობას ვდებთ, რომ 2028 წლისთვის, 90%-ზე მეტი გვექნება ამ ორი შეთანხმების შესრულებული

“ჩვენ ზედმიწევნით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას და პირობას ვდებთ, რომ 2028 წლისთვის, ჩვენ, 90%-ზე მეტი გვექნება ამ ორი შეთანხმების შესრულებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ევროინტეგრაციის პროცესი ამ ორ დოკუმენტზეა დამოკიდებული, მეტი სამართლებრივი დოკუმენტი, მეტი გზამკვლევი, დაწერილი პუნქტებად ბუნებაში არ არსებობს. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება იცით რას ნიშნავს?! ამ პუნქტების შესრულებაზე სიტყვით ან საქმით უარი რომ ვთქვათ, ჩვენ ვამბობთ, რომ თითოეულ პუნქტს მივყევით და 90%-ზე მეტს ზედმიწევნით შევასრულებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები