გიორგი სოსიაშვილი – გიორგი გახარიაზე: ის ჯერ გაექცა თავის თანაგუნდელებს, შემდეგ – თავის ამომრჩეველს
„ის ჯერ გაექცა თავის თანაგუნდელებს, შემდეგ – თავის ამომრჩეველს. ეს პასუხისმგებლობისგან გაქცეული ადამიანის ქმედება და ნაბიჯებია, რასაც ჩვენ ვხედავთ,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
„ნიშნავს იმას, რომ მას და მის თანაგუნდელებს ამოძრავებთ ერთადერთი წყურვილი, რომ მომავალში მათ ითამაშონ გარკვეული როლი გარე პატრონების ხელში და ჩაერთონ გადატრიალების მცდელობაში. თუმცა, მათი ეს მცდელობა მარცხით დასრულდება, როგორც არა ერთხელ გვიხილავს“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო და ბანკში ანგარიშის გახსნასაც ელოდება. გახარიას პარტიაში „ქრონიკის“ შეტყობინებებს არ პასუხობენ, სხვა მედიასაშუალებებთან კი აცხადებენ, რომ მათი ლიდერი სამუშაო ვიზიტითაა წასული.