“ყველას მოუწევს, ქართველი ხალხის წარმომადგენლად ესაუბროს „ქართულ ოცნებას” – წილოსანი

“არ არსებობს არჩევნების გაყალბების რაიმე მტკიცებულება და ეს ძალიან თვალნათელია თუნდაც ევროპელი პოლიტიკოსებისთვის და მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც გარედან მხარს უჭერდა ოპოზიციურ სპექტრს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის განცხადებას გამოეხმაურა.

„ამ ქვეყნის მოსახლეობამ თავის წარმომადგენლად „ქართული ოცნება“ აირჩია და იქნება ეს ნებისმიერი ქვეყანა, გაერთიანება თუ კავშირი, ყველას მოუწევს, ქართველი ხალხის წარმომადგენლად ესაუბროს „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა წილოსანმა.

“რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა ევროპელ მაღალჩინოსნებთან პირადი კომუნიკაციის საფუძველზე დაწერა, რომ, საბოლოოდ, ევროკავშირს მოუწევს, “ქართულ ოცნებასთან” ითანამშრომლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები