“კატეგორიულად მიუღებელია, სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვინმემ მოითხოვოს რომელიმე კანონის გაუქმება და აპრიორი გაუქმება ყველანაირი წინაპირობის, ყველანაირი არგუმენტის გარეშე” – გორდულაძე

“კატეგორიულად მიუღებელია, სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვინმემ მოითხოვოს რომელიმე კანონის გაუქმება და აპრიორი გაუქმება ყველანაირი წინაპირობის, ყველანაირი არგუმენტის გარეშე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

მისი თქმით, თითის ქნევა ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

“მათ შორის, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ სწორედ ამ ორი კანონის მიღების შემდეგ, რომლებიც ეხება გამჭვირვალობას და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა მივიღეთ 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის, ქართული საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები