დავით მათიკაშვილი – ოპოზიციური პარტიების საჩივრებზე: როდესაც რაღაცას მტკიცებით ფორმაში აცხადებ, მისი მტკიცებულებებიც სათანადოდ უნდა გაგაჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჭორაობა
არგუმენტი როდესაც არ გაქვს, არ გაქვს არც პროკურორთან, არც სასამართლოში და არც ცესკოში, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„როდესაც რაღაცას მტკიცებით ფორმაში აცხადებ, მისი მტკიცებულებებიც სათანადოდ უნდა გაგაჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჭორაობა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა.