“გუშინ, ცესკოს სხდომის შემდეგ, “ნაცების” მთავარმა ჯამბაზმა – ლაშა ფარულავამ საარჩევნო მოხელის ვადაგასული სერტიფიკატი დახია; ეს ადამიანი ჩვეულებრივი შოუმენია” – დავით ჩიხელიძე

“გუშინ, ცესკოს სხდომის შემდეგ, “ნაცების” მთავარმა ჯამბაზმა – ლაშა ფარულავამ საარჩევნო მოხელის ვადაგასული სერტიფიკატი დახია. ეს ადამიანი ჩვეულებრივი შოუმენია, რომელსაც სიყალბე სისხლში აქვს გამჯდარი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ამის შემდეგ კოლექტიური “ნაცების” ნდობა შეიძლება? მათ მიერ დაწერილი საჩივრები ისეთივე “ნამდვილი” იყო, როგორც ფარულავას მიერ დახეული სერტიფიკატი. ამ ადამიანებს პროტესტიც კი ყალბი აქვთ.

ლაშა ფარულავას ბოლოდროინდელი ქცევები ადამიანის დეგრადირების საუკეთესო მაგალითია, ლაშასთვის ტრაგიკული ის არის, რომ თავმოყვარეობა შეულახეს, იმიჯი გაუნადგურეს, ტყუილები გაავრცელებინეს, სამარცხვინო საქმეები გააკეთებინეს და გამსვლელ სიაში მაინც არ ჩასვეს”, – წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები