“ყველა საჩივარი სათანადოდ იქნება რეფერირებული და პასუხგაცემული” – წილოსანი

“ყველა საჩივარი სათანადოდ იქნება რეფერირებული და პასუხგაცემული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

დეპუტატი მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდართან დაკავშირებით ორი პირისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

“მარნეულის ფაქტთან დაკავშირებით მომენტალურად იქნა დახურული უბანი და შესაბამისი საგამოძიებო პროცესი წარმოებს. ასეთივე პროცესი იწარმოებს ყველა იმ შემთხვევაში, სადაც საჭირო არის რეაგირება. ყველა საჩივარი იქნება განხილული, ყველა საჩივარი სათანადოდ იქნება რეფერირებული და პასუხგაცემული. ამიტომ ვიცით, რომ არავითარი კომენტარი და რეაგირება არ იქნება იმიტომ, რომ ამ პროცესის პოზიტიურად წარმოჩენა არ არის მათ ინტერესში. ყველაფერი, რაც კეთდება, ეს არის ყურით მოთრეული და მოგონილი ფაქტების გასაჯაროება, რომელსაც უკან არ აქვს არანაირი მტკიცებულება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები