მეთიუ მილერი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოძიებას მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებს გაუზიარებს

იმედია, შეუძლია, მიაწოდოს ეს ინფორმაცია, რომელიც შესაბამისი იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარების საკითხზე დასმულ შეკითხვას.

„მე როგორც მესმის, მას აქვს ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით. ასე რომ, იმედია, შეუძლია, მიაწოდოს ეს ინფორმაცია, რომელიც შესაბამისი იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული, თუ ვინმე სხვის მიერ“, – განაცხადა მილერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკითხვაზე დაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები