51-ე ბატალიონი სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ემზადება (ვიდეო )

 

      საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი უკვე ავღანეთშია.
ქართველი ჯარისკაცები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მომავალი 6 თვის განმავლობაში ბაღრამის საავიაციო ბაზაზე ISAF-ის მისიას შეასრულებენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე 51-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, ბაღრამის საავიაციო ბაზაზე შემაჯამებელ სწავლებას გადის. ბაზაზე ქართული კონტინგენტის განთავსება გეგმის მიხედვით ხორციელდება. ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ქვედანაყოფმა ხუთთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. 51-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთი თვის მანძილზე გადიოდა.
ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების მრჩეველთა ჯგუფმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=eDuB5mKidT4&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები