ზესტაფონში უბედური შემთხვევა მოხდა – ელმავალმა მწყემსი გაიტანა.
შუახნის მამაკაცი, შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.