რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს 13 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე რუსუდან ივანეიშვილს 13 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა,- ამის შესახებ რუსული გამოცემა ТАСС წერს.

“საგამოძიებო კომიტეტის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე რუსუდან ივანეიშვილისთვის დაუსწრებლად განაჩენი გამოეტანა. ის შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობაშია დამნაშავე”, – წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ივანეიშვილი დაუსწრებლად დააკავა. დღეს კი მას განაჩენი გამოუტანეს.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე უშანგი მამულაშვილმა უკრაინის მხარეს კონფლიქტში მონაწილეობისთვის შექმნა გასამხედროებული ფორმირება „ქართული ეროვნული ლეგიონი“, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და აკრძალულია.

“ივანეიშვილი ნებაყოფლობით დათანხმდა ფულს რუსული არმიის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. მან გაიარა სამხედრო მომზადება ლეგიონის ერთ-ერთ სასწავლო ბაზაზე, რის შემდეგაც მან მონაწილეობა მიიღო რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში”,- აცხადებენ უწყებაში.

ივანეიშვილი საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები