ნოემბრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები ამოქმედდება

ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ნოემბრის დასაწყისიდან ოთხსაათიანი შეზღუდვა ამოქმედდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული კომპანია Черноморэнерго-ს გენერალური დირექტორი, თემურ ჯინჯოლია ავრცელებს.

“ამჟამად აფხაზეთს 260 კვტ/სთ ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. ამასთან დაკავშირებით კომპანია Интер РАО-სთან ხელშეკრულება უკვე დაიდო, 1-ელი ნოემბრიდან რუსეთიდან 180 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიას მივიღებთ (60 მლნ. ნოემბერში და 120 მლნ. დეკემბერში). იმისათვის, რომ როგორმე არსებული დეფიციტი დაიფაროს, ნოემბრის დასაწყისიდან რესპუბლიკის მასშტაბით ელექტროენერგიის 4-საათიანი შეზღუდვები დაწესდება”,- განაცხადა ჯინჯოლიამ.

ჯინჯოლიას ცნობითვე, მოვლენების განვითარება ენგურჰესში წყლის დონეზე და სადგურის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, რადგან ენგურჰესი ერთადერთი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც აფხაზეთს ელექტროენერგიით ამარაგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები