“ნახეთ ამერიკის საელჩოს განცხადება და შეტყობინებები, სადაც თავიანთ მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ქუჩაში არ გადაადგილდეთო” – მაჭარაშვილი

“არც მალავენ, რომ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრის შემდგომი პროცესებისთვის”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„თავად ამერიკის საელჩოს განცხადება ნახეთ და შეტყობინებები, სადაც თავიანთ მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ქუჩაში არ გადაადგილდეთო.

ეს დაგეგმილი პროვოკაციები მათი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია. იგივე ამ პიროვნების, დარჩო ხეჩუაშვილის შემოსვლა ქვეყანაში, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ თავის დროზე სააკაშვილმა დაავალა გივი თარგამაძის აფეთქება.

ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც საკუთარ ლიდერებს და წევრებს არ ინდობენ, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ბუნებრივია, რომ ისინი წავლენ ყველანაირ პროვოკაციაზე, რადგან ყველა გათვლებით წაგებული აქვთ არჩევნები“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები