ენტონი ბლინკენი ფართო რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას აღნიშნავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, აშშ ინტენსიურად ჩაერთვება პროცესში.
„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც შეკავების, ასევე დიპლომატიის გზით, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი კონფლიქტი“,- განუცხადა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს.
ამასთან, ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების საკითხთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო და აღნიშნა, რომ მოსახლეობას დახმარება არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება.