რა დაპირისპირება მოხდა “თავისუფალი ზონის” ოფისში სერგო რატიანს, ნიკა რურუას, გიგი წერეთელს და ნუგზარ წიკლაურს შორის?

რა დაპირისპირება მოხდა “თავისუფალი ზონის” ოფისში სერგო რატიანს, ნიკა რურუას, გიგი წერეთელს და ნუგზარ წიკლაურს შორის?- ამ სათაურით გაზეთი “ალია“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან სანდრო ბრეგაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც ბრეგაძე გამოცემასთან აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება “ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს მოყვა.
“როცა ეს ფაქტი ხდებოდა, “ზონელების” ოფისში იმყოფებოდა გივი თარგამაძე, სერგო რატიანი, მათ შემოუერთდათ რურუა, გიგი წერეთელი, ნუგზარ წიკლაური, გოგა ონიანი, იქ მიდიოდა სერიოზული “რაზბორკა”. აზრები მათ შორის ორად გაიყო, ერთმანეთს სერიოზულად ეჩხუბებოდნენ, ჟურნალისტი როგორ გალახეთ, თქვე დეგენერატებოო!.. იქამდე მივიდა საქმე, რომ ერთმანეთს კინაღამ ხელით შეეხნენ, “თავისუფალი ზონის” წევრები ნასვამები იყვნენ. ონისე გერგედავას დაბადების დღე აღნიშნეს “ზონის” ოფისში და მანამდე ერთმანეთში იყო გაწევ-გამოწევა იმის გამო, რომ დავითაია ასე უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ მივიდნენ უკვე იქ “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები პროტესტის დასაფიქსირებლად. ეს პოლიტიკური ძალა ემზადება სახელმწიფო გადატრიალებისთვის. ისინი უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ სისხლისღვრაზეც კი წავლენ იმისთვის, რომ თავიანთი მიზნები აისრულონ, რომ მზად არიან საკუთარი სისხლი დაღვარონ, რათა ქვეყანას მოაცილონ ეს ხელისუფლება. როცა სისხლისღვრაზეა ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი სისხლის გარდა, სხვის სისხლსაც დაღვრიან. ეს არის პირდაპირი მოწოდება ქვეყანაში სისხლისღვრისკენ. მე რამდენიმე თვის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალები” სისხლისღვრისთვის ემზადებოდნენ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები