ევერესტზე 100 წლის წინ დაკარგული ალპინისტის ფეხი იპოვეს

ევერესტზე იპოვეს ფეხი, რომელიც, სპეციალისტების ვარაუდით, მთაზე 100 წლის წინ დაკარგულ ბრიტანელ ენდრიუ ირვინს ეკუთვნის.

BBC-ის ცნობით, ირვინმა მელორისთან ერთად მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთის დალაშქვრა 1924 წლის ივნისში, ჯორჯო მელორისთან ერთად სცადა, თუმცა წყვილი გაუჩინარდა. მელორის ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს, თუმცა ირვინი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

სექტემბერში დოკუმენტალისტებმა, რომლებმაც National Geographic-ისთვის დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ, ევერესტზე, დამდნარი ყინულის ქვეშ ფეხი აღმოაჩინეს და დარწმუნებულები არიან, რომ ის ირვინს ეკუთვნოდა, რადგან ფეხსაცმელში აღმოჩენილ წინდაზე ალპინისტის ინიციალები და გვარია დატანილი.

National Geographic-ის მოხსენების თანახმად, ბრიტანეთის ხელისუფლება ახლა ფეხის იდენტურობას დნმ-ის ნიმუშის გამოყენებით ამოწმებს.

გაუჩინარებისას ირვინი 22 წლის იყო. მისი და მელორის გაუჩინარება ევერესტის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოებად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები