აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ბიუჯეტის გაზრდას და ახალი პროგრამების დანერგვას გეგმავს

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ბიუჯეტის გაზრდას და ახალი პროგრამების დანერგვას გეგმავს. როგორც აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდისა და პროგრამების გაფართოების საკითხებზე ისაუბრა.

„მიმდინარე წელს სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააფართოვა პროგრამები, რომლის ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას 100-მდე სამედიცინო სერვისს სთავაზობს. მომავალი წლისთვის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, იგეგმება თვისობრივად ახალი პროგრამების დანერგვა და არსებული პროგრამების გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.

შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებზე, არსებულ საჭიროებებზე და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები