გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი “ციფრული აკადემია” დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი “ციფრული აკადემია” დასრულდა.
გორის მერიის ინფორმაციით, სასწავლო კურსში გაიარა კონკურსის წესით შერჩეულმა 14 – დან 18 წლამდე ასაკის 20 – მდე გორელმა ახალგაზრდამ . მათ პროექტის ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
„მოზარდები ინფორმაციულ ტექნოლოგიებს 5 თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ. ისინი ორ სასწავლო მიმართულებას – ფრონტ ენდ დეველოპმენტსა და გრაფიკულ დიზაინს სწავლობდნენ.

ინიციატივის მიზანი ახალგაზრდებში ინფორმაციული ტექნოლოგიების დაუფლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა იყო.

პროექტი ორგანიზაცია “ფიბოლერნთან” თანამშრომლობით განხორციელდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები