ბეირუთის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბეირუთის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

როგორც ლიბანის ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 117 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ისრაელის მხრიდან არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა. თუმცა, მანამდე, ისრაელმა გააფრთხილა ლიბანელი მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ ბრძოლის თავიდან ასაცილებლად, ისინი სამხრეთ ნაწილში არ უნდა დაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები