“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია, მარტვილში, სოფელ ნალეფსაოში მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

„ქართული ოცნების“ გუნდისთვის პრინციპულია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან დღეს, როგორც არასდროს, სწორედ მშვიდობის შენარჩუნებაა ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია კი, ჩვენი გუნდის უცვლელი პრიორიტეტია,“- განაცხადა ილია ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები