გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი – გიორგი გაბიტაშვილი ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი გაბიტაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კამრან ალიევთან, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილესა და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანთან, ბრიუს შვარცთან, ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორთან, სტივენ პარკინსონთან, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, მუჰსინ შენტურქთან, საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორთან, საუდ აბდულლაჰ მ. ალშარიფთან და რუმინეთის გენერალურ პროკურორთან, ალექს ფლორენტასთან.

“შეხვედრებს გენერალური პროკურორის მოადგილეები – ნათია მერებაშვილი და გიორგი ბადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ევროჯასთში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთდახმარების მნიშვნელობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები