გია ვოლსკი: ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან არაფერს წარმოადგენს, მიზერია მის ეკონომიკაში, მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტი

ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

ვოლსკის შეფასებით, “საქართველოსთვის ეს დამღუპველი აღმოჩნდება”.

“საქართველოსთვის ეს დამღუპველი აღმოჩნდება, ვინაიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისათვის საქართველოს მხრიდან არაფერს წარმოადგენს, მიზერია მთლიან მის ეკონომიკაში, მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის მქონე. უფრო მეტიც, ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ასე რომ, ჩვენ ამ რეზოლუციას განვიხილავთ როგორც ანტიქართულს”, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები