ამერიკელი ოფიციალური პირი: გვჯერა, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ცოცხალია და მიწისქვეშა გვირაბში იმყოფება

აშშ მიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ცოცხალია და სავარაუდოდ, ღაზის მიწისქვეშა გვირაბში მძევლებთან ერთად იმალება, – ამის შესახებ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბრეტ მაკგურკმა განაცხადა.

„იაჰია სინვარი რჩება გადაწყვეტილების მიმღებად. ჩვენ გვჯერა, რომ ის ცოცხალია და ღაზაში მდებარე მიწისქვეშა გვირაბში იმყოფება მძევლებთან ერთად“, – აღნიშნა მაკგურკმა.

მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას სჯერა, რომ ღაზაში ომი შეიძლება, დაუყოვნებლივ დასრულდეს, თუ სინვარი დარჩენილი 101 მძევლის გათავისუფლებას დათანხმდება.

მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები