უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს ბერლინს ეწვევა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი შოლცს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან კონფიდენციალურ მოლაპარაკებებს გამართავს.