ზელენსკიმ უკრაინაში ომის დამთავრების შესაძლო თარიღად არაუგვიანეს 2025 წელი დაასახელა

ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ქმნის შესაძლებლობას უკრაინაში ომის დასასრულებლად არაუგვიანეს 2025 წლისა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც დუბროვნიკში (ხორვატია) იმართება.

„ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გვაქვს შესაძლებლობა, წინ წავიწიოთ მშვიდობისა და მდგრადი სტაბილურობის გზაზე. ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია ქმნის შესაძლებლობას, გავაკეთოთ ეს არჩევანი. არჩევანი გადამწყვეტი მოქმედებისთვის, რათა ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები