პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ახმეტის მუნიციპალიტეტში გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლების: ჯოყოლოს, დუისის, ომალოს, ქვემო და ზემო ხალაწანის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე ისაუბრეს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელდა – მოწესრიგდა სპორტული, საგანმანათლებლო, წყლის და გზების ინფრასტრუქტურა. მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, დელეგატის თქმით, მათი გათვალისწინება შემდეგი ეტაპის განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში აუცილებლად მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები