დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვა – რუსეთის სპეცსამსახურები ბრიტანეთში ქაოსის მოსაწყობად ემზადებიან

დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის „მი-5“-ის ხელმძღვანელის, კენ მაკკალუმის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები ბრიტანეთში ქაოსის მოსაწყობად ემზადებიან- ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

კენ მაკკალუმმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მიზნად ბრიტანეთისა და ევროპის ქუჩებში ქაოსის მოწყობა დაისახეს.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ისტორიაში ყველაზე რთული და მრავალწლიანი საფრთხის წინაშე დგას. ამის მიზეზად მაკკალუმმა რუსეთის და ირანის, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების ქმედებები დაასახელა.

მაკკალუმის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, ევროპიდან 750-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს, მათგან დიდი ნაწილი ჯაშუშობაში იყო მხილებული. ამ ფაქტმა შეასუსტა რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლებლობები და ამჟამად ისინი იძულებული არიან, მიმართონ კრიმინალებს და საბოტაჟისთვის გადაიბირონ.

მაკკალუმის თქმით, ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა 2022 წლიდან 20 შეთქმულების გამოაშკარავება შეძლეს, რომელთა ორგანიზებაც ირანის მხარდაჭერით ხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები