ქადაგიშვილი – ოპოზიციასთან ზურაბიშვილის კონსულტაციებზე: პრეზიდენტის მხრიდან ეს ინიციატივა ჩვეულებრივი პროვოკაციაა

„პრეზიდენტის მხრიდან ეს ინიციატივა ჩვეულებრივი პროვოკაციაა”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციასთან გამართულ კონსულტაციებს.

“ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ მისი მფარველი „ნაცმოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებს როცა წააგებს, არჩევნების დისკრედიტაციის კამპანია დაიწყოს, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს. ცესკო მაღალ პროფესიონალ დონეზე მოქმედებს, რაც ყველა საერთაშორისო შეფასებებით არის დადასტურებული. ელექტრონული წესით ხმის მიცემა ევროპაში ყველაზე მაღალი სტანდარტია და მათი განცხადებები აბსურდულია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკვე მეორე დღეა, ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები