„ევროსაბჭოს რეზოლუციაში გამოთქმული შენიშვნები და შეფასებები გასათვალისწინებელია“

მეამაყება, რომ ჩვენ თავდაცვას, შეიარაღებულ ძალებს და ჯარს აქვთ სრული მხარდაჭერა მმართველი გუნდისგან და ოპოზიციისგანაც – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
ალასანიას თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში გამოთქმული შენიშვნები და შეფასებები გასათვალისწიბელია.
” მეამაყება, რომ ჩვენ თავდაცვას, შეიარაღებულ ძალებს და ჯარს აქვთ სრული მხარდაჭერა მმართველი გუნდისგან და ოპოზიციისგანაც. ჩვენ გამორჩეული ვართ ამით და ვამაყობთ, რომ მთელი საზოგადოება გვერდში უდგას ქართულ ჯარს. აქედან გამომდინარე, ჯარიც და თავდაცვაც არის ის თანხმობის წერტილი, რომელსაც პოულობენ ხელისუფლების, მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლები. რაც შეეხება რეზოლუციას, ბუნებრივია, შეფასებები საყურადღებოა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ის მაგალითი, რასაც ჯარი აძლევს პოლიტიკოსებს, ყველასათვის მისაბაძი იქნება “, -განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღების საკითხები. რეზოლუციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ის შესწორება არ შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა. დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ხელისუფლებას მიმართავს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით შეცვალოს. რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სამართლებრივ დევნასა და ქონების დაყადაღებაზე, ასევე ხელისუფლების მაღალ შტოებს (მთავრობასა და პრეზიდენტს) შორის დაპირისპირებაზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები