აშშ ისრაელს აფრთხილებს, ბეირუთის აეროპორტზე თავდასხმა არ განახორციელოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ისრაელს მოუწოდა, არ დაარტყას ბეირუთის აეროპორტს ან მისკენ მიმავალ გზებს.

მილერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ორშაბათს, ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დარტყმა განახორციელეს.

„ჩვენ ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ აეროპორტი, არამედ აეროპორტისკენ მიმავალი გზებიც ღია იყოს, რათა არა მხოლოდ ამერიკელებმა, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებმაც შეძლონ ქვეყნის დატოვება“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები