თანამედროვე ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნება

12 ოქტომბერს, 16.00 საათზე, შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში  თანამედროვე ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საგამოფენო დღეებია: 12-13-14 ოქტომბერი, 14.00-20.00 საათი.
გამოფენაში მონაწილეობენ: ზაზა მამალაძე, თამუნა ფიოლია, დალი ფრიდონაშვილი, ირინა ძამაშვილი,
ია მანჯავიძე, ირმა მაისურაძე, ლია ხელაშვილი, ირინა ამილახვარი, ნინო ჭიოკაძე, ელენა ქართველიშვილი.
„გამოფენაზე გაეცნობით და შეიძენთ მხატვრების მიერ შექმნილ ნამუშევრებს, დაათვალიერებთ შალვა ძნელაძის მუზეუმს და სასიამოვნო დროს გაატარებთ ჩვენთან ერთად, განსხვავებულ და მშვიდ ატმოსფეროში.
დამთვალიერებელს ელოდება სასიამოვნო საღამო, ზაზა მამალაძის ქალაქური სიმღერებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოფენის კურატორია ნანა ზაალიშვილი.

მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1,

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები