საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართველოლოგ ვინფრიდ ბოედერის პირადი ბიბლიოთეკიდან წიგნები გადაეცა

ქართველოლოგმა ვინფრიდ ბოედერმა (1937-2023) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას თავისი პირადი ბიბლიოთეკა, რამდენიმე ასეული გერმანული წიგნი გადასცა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, წიგნების გერმანიიდან საქართველოში ტრანსპორტირება ფინანსურად მეცნიერის ოჯახმა უზრუნველყო.
ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ვინფრიდ ბოედერის ოჯახს ამ გულუხვი საჩუქრისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები