კადეტთა სამხედრო ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მინიჭა
დღეს ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმისათვის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელის მინიჭებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მიიღეს. ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართეს ლიცეუმის წევრებს.
ცერემონიაზე, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის გენერალ კვინიტაძის მედლით 10 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მათ ასევე გადაეცათ გენერალ კვინიტაძის 1917-21 წლების “ჩემი მოგონებების” ორტომეული, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ “თიბისი ბანკის” თანადაფინანსებით გამოსცა.