ჟვანიას საქმის ფარგლებში ორი ბრალდებულის საქმეს ნაფიც-მსაჯულები განიხილავენ
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში, ბრალდებულ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმე განსახილველად ნაფიც-მსაჯულებს გადაეცათ.
მსაჯულთა შერჩევის პროცესი 22 ოქტომბერს ჩაინიშნა. წინა სასამართლო სხდომაზე, ორივე ბრალდებულმა საქმის ნაფიცმსაჯულების პირობებში განხილვის სურვილი თავად გამოთქვა.
დაცვის მხარე კი სასამართლო პროცესზე FBI-ის დასკვნის წარმოდგენას ისევ ითხოვს.