ბოლო 3 წელში ჯარისკაცებს და პოლიციელებს ხელფასი 45%-ით გაეზარდათ
ბოლო 3 წელში ჯარისკაცებს და პოლიციელებს ხელფასი 45%-ით, ხოლო საჯარო მოხელეებს 30%-ზე მეტით გაეზარდათ.
შესაბამისი მონაცემები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.
„ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდა ბოლო 3 წლიან პერიოდში განხორციელდა 45%-ით.
გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება”, – აღნიშნულია დოკუმენტში.