გიორგი ჩაკვეტაძე – „ლელოზე”: თავად არიან გაუმჭვირვალე და ზუსტად ამიტომ ითხოვდნენ, რომ გამჭვირვალობის კანონი არ მიგვეღო
,,თავად არიან გაუმჭვირვალე და ზუსტად ამიტომ ითხოვდნენ, რომ გამჭვირვალობის კანონი არ მიგვეღო. უკვე „ფეისბუქზეც“ არ ავრცელებენ იმ ინფორმაციას, თუ საიდან ფინანსდება მათი რეკლამები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჩაკვეტაძემ „ლელოზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ,,ლელოს” მიზანია, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ.
„პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ ყველაფერია, გარდა იმისა, რაც შეიძლება, რომ პოლიტიკური გაერთიანება იყოს. ეს ადამიანები ეჭვმიტანილები არიან და კონკრეტული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის მათ დანაშაულებთან დაკავშირებით, ასე რომ, არაფერი გვიკვირს. თავად არიან გაუმჭვირვალე და ზუსტად ამიტომ ითხოვდნენ, რომ გამჭვირვალობის კანონი არ მიგვეღო. უკვე „ფეისბუქზეც“ არ ავრცელებენ იმ ინფორმაციას, თუ საიდან ფინანსდება მათი რეკლამები, რა არის დაფინანსების წყარო. მიზანი ისედაც გასაგებია, რომ როგორმე ბარიერი გადალახონ, მაგრამ მგონია, რომ ესეც არ გამოუვათ“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.