თელ-ავივის გარეუბანში, იაფაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ამის შესახებ Times of Israel-ი პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
„პოლიცია აცხადებს, რომ რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაიჭრა იაფაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად“, – წერს გამოცემა.
სამართალდამცველების ცნობით, ორი ტერორისტი, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს, განეიტრალებულია.
როგორც ქუჩის სათვალთვალო კამერებში ჩანს, ერთ-ერთი თავდამსხმელი ავტომატით იყო შეიარაღებული.